logo
ENG



მოსკოვი ლიეტუვის გადაწყვეტილებას, რუსეთის ომის დამნაშავედ აღიარებაზე "პროვოკაციას" უწოდებს

11 მაი 202212:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/11/29rhu4x8yq4c9wx.png

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა ლიეტუვის გადაწყვეტილებას, რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებასთან დაკავშირებით "პროვოკაციულს და ექსტრემისტულს" უწოდებს.

"ქვეყნები, რომლებიც იღებენ ასეთ დოკუმენტებს და დეკლარაციებს, დგამენ ექსტრემისტულ ნაბიჯებს, სხვანაირად არ შეიძლება ეწოდოს ამას. ყველა ეს ქვეყანა NATO-ს წევრია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში არაერთხელ ვნახეთ NATO-ს უკანონო და აგრესიული მოქმედებები, რამაც გამოიწვია დიდი დანაკარგები. ეს უნდა განიხილებოდეს როგორც პროვოკაცია, ექსტრემიზმი და პოლიტიკური ფარისევლობის ელემენტები", - განაცხადა ზახაროვამ.

ლიეტუვამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ, ხოლო რუსული არმიის ქმედებები უკრაინაში უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. რეზოლუციას მხარი 128 დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.

რეზოლუციაში წერია, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებში ომის დანაშაულები ჩაიდინეს, მათ შორის ბუჩასა და მარიუპოლში. ამასთან, ასევე წერია, რომ ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს მომხდარის გამო.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსმა სამხედროებმა დახოცეს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა 10 მილიონზე მეტი ადამიანი.

რუსეთი უკრაინაში შეჭრას ომს არ უწოდებს და მას "სპეციალურ სამხედრო ოპერაციად" მოიხსენიებს. 


close დახურვა